
რა არის ცხვირის პლასტირი?
ცხვირის პლასტირი
ცხვირის პლასტირი არის მოქნილი, თვითწებვადი ლენტი, რომელიც გამოიყენება ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესებისათვის. ცხვირის პლასტირების გამოყენება შესაძლოა როგორც ვარჯიშის დროს, სუნთქვის ხარისხის გასაუმჯობესებლად, ისე ძილის ხარისხის ასამაღლებლად. ასევე არის ხვრინვის საწინააღმდეგო საშუალება.
შემდეგ თავებში ვუპასუხებთ კითხვებს, თუ: როდის შეიქმნა ცხვირის პლასტირები, რომელი ცნობილი სპორტსმენები იყენებენ ამ პროდუქტს, ვის სჭირდება და როგორ მოქმედებს.
ცხვირის პლასტირების შექმნის ისტორია
ცხვირის პლასტირები გაჩნდა 1980-იანი წლების ბოლოდან, როდესაც ამერიკელი, სახელად ბრიუს ჯონსონი ეძებდა გზას საღამოს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების საწინააღმდეგოდ. სწორედ მან შექმნა ცხვირის პლასტირები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა, რომ მექანიკური ზემოქმედებით გაეხსნა ცხვირის ნესტოები. სწორედ ამ ხერხით შეძლო მან, რომ აემაღლებინა ძილის ხარისხი, აღედგინა ჟანგბადის თავისუფლად მიწოდება და ხარისხიანი ძილი.
მას შემდეგ, რაც ჯონსონმა ცხვირის პლასტირები წარუდგინა ადგილობრივ სამედიცინო აღჭურვილობის კომპანიას, რომელიც ცნობილია, როგორც CNS, კომპანიამ გადაწყვიტა პლასტირების გაყიდვების ქსელში გაშვება. წლების შემდეგ, 1993 წელს, სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) დაამტკიცა ცხვირის შეშუპების საწინააღმდეგო პროდუქტი. 1995 წელს FDA-მ ასევე დაუშვა პლასტირებს ხვრინვის შესამცირებლად გამოყენებაც.
დადასტურებულია, რომ ცხვირის პლასტირები ხსნის გაჭედილობას, დამხმარე საშუალებაა ხვრინვის შესამცირებლად, აუმჯობესებს ვარჯიშის ხარისხს და გამძლეობას, ჟანგბადის უფრო თავისუფლად მიწოდების ხარჯზე. თუმცა რა უკუჩვენებები შეიძლება ჰქონდეს მას?
იმის გამო, რომ ცხვირის პლასტირი არ არის მედიკამენტი და არ შეიცავს სამკურნალო/სამედიცინო ნივთიერებებს, ერთადერთი გვერდითი მოვლენა,რომელიც შეიძლება შეგექმნათ მათი გამოყენებისას, არის კანის გაღიზიანება, რომელიც შეიძლება წებოვანმა ფენამ გამოიწვიოს, თუმცა ეს გვერდითი მოვლენა არის ძალიან იშვიათი.
შესაბამისად, ცხვირის პლასტირებს არსებითი უკუჩვენება არ გააჩნია.
ცხვირის პლასტირების გამოყენება სპორტსმენების მიერ
მიმდინარე საუკუნეში ცხვირის პლასტირის გამოყენება დაიწყეს სპორტსმენებმაც. პლასტირების გამოყენება პოპულარული გახადა იმ ფაქტმა, რომ ვარჯიშის ან სპორტული აქტივობის დროს, ცხვირით უკეთესად და თავისუფლად სუნთქვა, უკეთესი შედეგის მიღების საშუალებას იძლევა.
ხშირად გვინახავს, ცნობილი ფეხბურთელები კრიშტიანუ რონალდუ და ნეიმარი, რომლებიც ცხვირის პლასტირით თამაშობენ ფეხბურთს.
უკეთესი სპორტული შედეგისთვის, მეტი გამძლეობისთვის, ცხვირის პლასტირებს ასევე იყენებენ ცნობილი ჩოგბურთელები კარლოს ალკარასი და კასპერ რუდი.
არც ქართველ სპორტსმენებს გამორჩათ ცხვირის პლასტირების დადებითი თვისებები. პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე, ქართველმა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენებმა ლაშა გობაძემ და რობერტ კობლიაშვილმაც მოირგეს ცხვირის პლასტირები.
ცნობილი სპორტსმენების მიერ ცხვირის პლასტირების გამოყენება მეტყველებს პროდუქტის დადებით თვისებებზე ვარჯიშის და სხვადასხვა სპორტული აქტივობის დროს. რაც უფრო გაიზრდება ცნობადობა, მით უფრო მეტი სპორტსმენი, ათლეტი და ზოგადად, ყოველდღიურად სპორტით დაკავებული ადამიანი გამოიყენებს მას. შესაბამისად, მით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს უკეთესად ვარჯიშს და აქტივობის შემდეგ, სხეულის აღდგენის ხარისხის გაუმჯობესებას.
„სტოკოს“ ცხვირის პლასტირები
სტოკოს ცხვირის პლასტირები არის საუკეთესო პროდუქტი, რომელიც ქართულ ბაზარზე გამოირჩევა ხარისხით, კომფორტით და გამძლეობით.
„სტოკოს“ ცხვირის პლასტირების შეკვრას, მოხმარების წესები, დანიშნულება ქართულ ენაზე აწერია. გაეცანით მოხმარების წესებს, გამოცადეთ „სტოკოს“ ცხვირის პლასტირები და დაემშვიდობეთ ცხვირით სუნთქვის პრობლემებს.