Terms of service

03.05.2025

1.   ჩვენს შესახებ

ვებ გვერდი stoco.ge წარმოადგენს შ.პ.ს" სტოკო გრუპ"-ის (ს/კ 405755482) საკუთრებას


კომპანიის ელ-ფოსტა: stocoshop@gmail.com


ტელეფონის ნომერი: 598 34 40 02


ჩვენი პლატფორმა მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას შეიძინონ საიტზე არსებული პროდუქტი, საქართველოს მასშტაბით.

2.   საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი საკითხის დასაფიქსირებლად თქვენ შეგიძლიათ მოგვმართოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონული შეტყობინების გაგზავნის გზით.

კომპანიის ელ-ფოსტა: stocoshop@gmail.com
ტელეფონის ნომერი: 598 34 40 02

 

3.    მომხმარებლის, კომპანიისა და მოვაჭრის ურთიერთობა

3.1.   მომხმარებლის და კომპანიისა ურთიერთობა

  1. წინამდებარე წესები და პირობებით განისაზღვრება თქვენს მიერ კომპანიის პლატფორმის გამოყენებისა და მომსახურების მიღების პირობები. ჩვენი სერვისის გამოყენებით, წესებს და პირობებს თქვენ ეთანხმებით, თქვენი და ნებისმიერი მესამე პირის სახელით, ვინც იყენებს თქვენი ანგარიშის/პროფილის ქვეშ Stoco-ს ნებისმიერ სერვისს/პლატფორმას.
  2. კომპანია პასუხისმგებელია პლატფორმის განზრახ გაუმართაობით გამოწვეულ ზიანზე, რამაც გამოიწვია „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონებით გათვალისწინებული მომხმარებლის უფლებ(ებ)ის დარღვევა.
  3. კომპანია უფლებამოსილია აქცია/ფასდაკლება გააუქმოს ნებიმიერ დროს.
  4. პლატფორმებზე ტექნიკური შეფერხების/ხარვეზის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა გაუქმდეს შეკვეთა ან აუქციონი. კომპანია არ აგებს პასუხს პლატფორმების/აპლიკაციის გამოყენებით გამოწვეულ რაიმე სახის ზიანზე, დანაკარგზე, თუნდაც ტექნიკური შეფერხების, დეფექტის, ოპერაციის გაუქმება/შეჩერების, კომპიუტერული ვირუსის, ან სისტემის გაუმართაობის შემთხვევაში. 
  5. კომპანია უფლებამოსილია პლატფორმებზე მიუთითოს ჰიპერბმულები, მესამე პირის მფლობელობაში არსებული ვებ-გვერდების ბმულები, თქვენივე ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად. მესამე პირის მფლობელობაში არსებული ბმულები და მათზე მითითებული ინფორმაცია, არ ექვემდებარება კომპანიის კონტროლს, ხოლო მათზე მოცემული პროდუქტებისა და შინაარსის სიზუსტე ან კანონთან შესაბამისობა არ წარმოადგენს კომპანიის პასუხისმგებლობის საგანს. შესაბამისად, თქვენ ხართ პასუხისმგებელი მესამე პირების რესურსებზე/ვებ-გვერდზე არსებული წესებისა და პირობების გაცნობაზე.
  6. პლატფორმაზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. კომპანია არ იღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებზე, თუ პლატფორმაზე შემადგენელი გარკვეული კომპონენტები ან/და სერვისები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის.

3.2.  მომხმარებლის განცხადებები და გარანტიები

წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ადასტურებთ და ეთანხმებით, რომ:

  1. თქვენ ხართ ფიზიკური სრულ ქმედუნარიანი პირი (მინიმუმ 18 წლის) ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებაუნარიანი იურიდიული პირი, რომელიც არ იმყოფება რაიმე სახის ზემოქმედების ქვეშ, არ ხართ პირი, ვისთანაც ტრანზაქციები აკრძალულია ეკონომიკური ან სავაჭრო სანქციებით და თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე ეთანხმებით წინამდებარე წესებს და პირობებს, მომხმარებლის წესებს და პირობებს და კონფიდენციალობისა და დაბრუნების პოლიტიკებს;
  2. თქვენს მიერ მომხმარებლისთვის თუ კომპანიისთვის წარმოდგენილი ყველა ინფორმაცია/მასალა არის და იქნება ზუსტი და არ არის/არ იქნება ყალბი, არაზუსტი, შეცდომაში შემყვანი ან/და ცილისმწამებლური. ასევე, არ გამოიყენებთ პლატფორმას ყალბი ინფორმაციის გავრცელების მიზნით;
  3. არ ხართ ჩაბმული ან არ მონაწილეობთ არცერთი იურისდიქციის კანონმდებლობით (რაც მოიცავს საქართველოს კანონმდებლობას და იმ ქვეყნის კანონმდებლობას, რომლის მოქალაქეც არის თავად) გათვალისწინებულ რაიმე სახის უკანონო საქმიანობაში (მათ შორის, ფულის გათეთრებაში, იარაღით ვაჭრობაში, ტერორიზმსა ან სხვა სახის უკანონო საქმიანობაში);
  4. არ გამოიყენებთ : ა) სახელს, რომელიც შესაძლოა დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი აღმოჩნდეს ნებისმიერი სხვა პირისათვის; ბ) სხვა პირის მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას კომპანიის პლატფორმაზე რეგისტრაციის მიზნით გ) სხვა კომპანიის, კომპანიის თანამშრომლის ან ნებისმიერი სხვა პირის განსახიერების მიზნით; დ) სხვა მომხმარებლის ანგარიშს ან/და არ შეეცდებით მოიპოვოთ წვდომა სხვა მომხმარებლის ავტორიზაციის ინფორმაციაზე მათი და ჩვენი თანხმობის გარეშე;
  5. არ გაავრცელებთ ან გამოაქვეყნებთ სპამს, არასასურველ/საზიანო ელექტრონული კომუნიკაციებს, ჯაჭვურ წერილებს ან პირამიდულ სქემებს და არ გამოიყენებს მოწყობილობას, პროგრამას, რომლის მიზანი არის ინფორმაციის მოპოვება პლატფორმიდან ან/და ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა;
  6. არ განახორციელებთ ისეთ ქმედებას, რომელიც:
    1. იკრძალება მოქმედი კანონმდებლობით, წესებით და პირობებით და კონფიდენციალობის პოლიტიკით ან/და არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური ან/და არღვევს ან ლახავს სხვების უფლებებს;
    2. მოგანიჭებთ უნებართვო წვდომის ან ჩვენი პლატფორმიდან ავტომატური საშუალებების გამოყენებით ინფორმაციის შეგროვების ან ისეთ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას, რაზედაც თქვენ კომპანიისგან ნებართვა არ მიგიღიათ.

4.   განცხადებების/პროდუქტების ფასები, მარაგები, შეკვეთა და მისი გაუქმება

4.1.  შეკვეთა

  1. ანგარიშსწორება:

    ანგარიშწორების შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი მეთოდებით:

    1) წინასწარი ონლაინ გადახდა ბარათით ყიდვის მომენტში, (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკურიპირებისთვის) ამ შემთხვევაში თქვენ საშუალება გექნებათ ჩვენს საიტზე გადაიხადოთ ელექტრონული ბარათით.

    2)შეკვეთის ღირებულების წინასწარი ჩარიცვხა ჩვენს ანგარიშზე, ბანკის, ან ინტერნეტ ბანკინგის მეშვეობით. (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის)

    3) შეკვეთის ღირებულების კურიერთან გადახდა, ნაღდი ანგარიშწორების სახით. (როგორ კომპანიებისთვის ასევე ფიზიკური პირებისთვის)

  2. ჩვენს პლატფორმაზე შეკვეთის განთავსება შეუძლია ყველა მომხმარებელს და ნებისმიერ პირს სერვისის შეძენა შეგიძლიათ რეგისტრაციის გარეშეც. შეკვეთის გასაკეთებლად უნდა მიჰყვეთ შეკვეთის პლატფორმის ინსტრუქციას და აუცილებელია ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც თქვენ შეიყვანთ იყოს რეალური, რათა ნებისმიერი spam პრობლემა იქნას არიდებული.
  3. შეკვეთის საბოლოოდ განთავსებამდე მომხმარებელს/მომსახურების მიმღებს შესაძლებლობა აქვს დააიდენტიფიციროს შეკვეთის განთავსებისას დაშვებული შეცდომა (არსებობის შემთხვევაში) და გამოასწოროს იგი.
  4. მომხმარებლის/მომსახურების მიმღების მიერ შეკვეთის ელექტრონული ფორმით განთავსებისას, მოვაჭრე შეკვეთის მიღებას ადასტურებს ელექტრონული საშუალებით. თუმცა, შეკვეთის დამუშავების დროს (არაუმეტეს 3 დღე) შესაძლოა აღმოჩნდეს რომ გამყიდველს/მოვაჭრეს არ აქვს თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის სრულყოფილი ვერსია. ჩვენ ვიტოვებთ უფლებამოსილებას მივიღოთ გადაწყვეტილება ზემოაღნიშნული მიზეზით თქვენი შეკვეთის გაუქმების/შეცვლის თაობაზე და რომლის თაობაზეც დაუყოვნებლივ გაცნობებთ.
  5. პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის რაოდენობა მუდმივად ცვალებადია და თქვენს მიერ მისი შეძენის მომენტში შესაძლოა იგი მარაგში აღარ იყოს. 

4.2. კომპანიის მიერ შეკვეთის გაუქმება

  1. კომპანია უფლებამოსილია, ცალმხრივად, მომხმარებლის მიერ წინამდებარე წესების და პირობების დარღვევის, ტექნიკური შეფერხების არსებობისას,  პროდუქტის მარაგში არ არსებობისას, მომხმარებლის მოთხოვნით, მომხმარებლის მიერ შეკვეთის არ ჩაბარების, პლატფორმაზე არასწორი ფასის არსებობისას, როცა მომხმარებლისთვის სწორი/განახლებული ფასი მისაღები არ არის და წინამდებარე წესებით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში მოახდინოს მომხმარებლის მიერ განხორციელებული ტრანზაქციის/ოპერაციის/შეკვეთის ცალმხრივად გაუქმება, რომლის თაობაზეც აცნობებს მას.
  2. პლატფორმაზე მითითებული პროდუქტის ღირებულება შეიძლება იყოს არასწორი (ტექნიკური თუ ადამიანური შეცდომის, ვალუტის ცვლილებისა თუ სხვა მიზეზების გამო). კომპანია უფლებამოსილია გაზარდოს ან შეამციროს პლატფორმაზე ან მომხმარებლის მიერ დაფიქსირებულ შეკვეთაში მითითებული პროდუქტის ღირებულება ნებისმიერ დროს, რომლის თაობაზეც შეკვეთის ჩაბარებამდე შეატყობინებს მომხმარებელს. თუ მომხმარებელი არ დაეთანხმება შეკვეთილი პროდუქტის/პროდუქტის ახალ პირობას/ღირებულებას, მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული შეკვეთა გაუქმდება სტოკო-ს მიერ ცალმხრივად.
  3. გარკვეულ პროდუქციაზე თანხა არ ბრუნდება ( პროდუქტის აღწერაში მითითებული იქნება- ბრუნდება თუ არა თანხა)

5. შესყიდვები და გადახდა

ჩვენი გადახდის მეთოდს ამუშავებს UniPay (unipay.com) და ჩვენ ვიღებთ გადახდის შემდეგ ფორმებს:

VISA
Mastercard
American Express
PayPal
Apple Pay
Google Pay

    6.1 თქვენ თანახმა ხართ მიაწოდოთ მიმდინარე, სრული და ზუსტი შესყიდვისა და ანგარიშის ინფორმაცია სერვისების მეშვეობით განხორციელებული ყველა შესყიდვისთვის. გარდა ამისა, თქვენ თანახმა ხართ დაუყოვნებლივ განაახლოთ ანგარიშისა და გადახდის ინფორმაცია, მათ შორის ელფოსტის მისამართი, გადახდის მეთოდი და გადახდის ბარათის ვადის გასვლის თარიღი, რათა ჩვენ და Unipay-მ შევძლოთ თქვენი ტრანზაქციების დასრულება და საჭიროებისამებრ დაგიკავშირდეთ. ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევცვალოთ ფასები (ვაუჩერები/გამყიდველის მიერ მოწოდებული და შეცვლილი ფასები.) ყველა გადახდა განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში, ლარში.

    6.2 ჩვენ ვიტოვებთ უფლებას გამოვასწოროთ ნებისმიერი შეცდომა ან შეცდომა ფასში, მაშინაც კი, თუ ჩვენ უკვე მოვითხოვეთ ან მივიღეთ გადახდა. 

 

6. ცვლილებების შეტანა

  1. კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად, ამავე პლატფორმაზე გამოქვეყნების გზით, შეიტანოს ცვლილებები წესებში და პირობებში/დაბრუნების პოლიტიკაში და კონფიდენციალობის პოლიტიკაში მომხმარებლის შემდგომი დამატებითი თანხმობის გარეშე. ზემოთხსენებული ცვლილების შემდეგ პლატფორმის და მომსახურების გამოყენების გაგრძელება ჩაითვლება თქვენი მხრიდან ცვლილებებზე თანხმობად.
  2. თუ არ ეთანხმებით ჩვენს წესებს ან აღარ გსურთ ჩვენი პლატფორმებით სარგებლობა,  თქვენ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი პროფილის (ანგარიშის) გაუქმება.


კომპანია Stoco • სტოკო 
კომპანიის ელ-ფოსტა: stocoshop@gmail.com
ტელეფონის ნომერი:  598 34 40 02