5 მითი ცხვირის პლასტირებზე
ცხვირის პლასტირები ეხმარება მილიონობით ადამიანს უკეთეს ძილში, ვარჯიშის გაუმჯობესებაში და ყოველდღიურად უკეთესად სუნთქვაში. მოდით, დავამსხვრიოთ მითები ცხვირის პლასტირებზე.
1. “ცხვირის პლასტირები მხოლოდ გაციებისას გამოიყენება.”
მართალია, ცხვირის პლასტირები გაციებისას ძალიან ეხმარება ადამიანს თავისუფლდ სუნთქვაში, მაგრამ, პლასტირების გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, რადგან პლასტირები მხოლოდ სურდოს დროს არ გამოიყენება. ბევრი ადამიანი იყენებს მათ როგორც ღამე ხვრინვის შესამცირებლად, ისე ვარჯიშის დროს უკეთესად სუნთქვისთვის.
2. “ცხვირის პლასტირი არ მუშაობს.”
ცხვირის პლასტირები მუშაობენ მარტივი, მაგრამ ეფექტური მექანიზმით: ისინი დაწებების შემდეგ, ნაზად აფართოებენ ნესტოებს და ხსნიან სასუნთქ გზებს. ეს სუნთქვას ამარტივებს და მაშინვე იგრძნობა ჰაერის ნაკადის ზრდა.
3. “პლასტირები არაკომფორტულია გასაკეთებლად.”
მაღალხარისხიანი პლასტირები, რომელსაც სტოკო მოგაწოდებთ, დამზადებულია მოქნილი, კანისთვის უსაფრთხო მასალით, რომელიც კომფორტისთვის არის შექმნილი. გაკეთებიდან რამდენიმე წუთში შეიძლება აღარც გახსოვდეთ, რომ გიკეთიათ, სანამ არ შეამჩნევთ, რამდენად უკეთესად სუნთქავთ.
4. “პლასტირები იგივეა, რაც ცხვირში შესასხმელი სპრეი”
ესეც არ არის სიმართლე. ცხვირში შესასხმელი სპრეი შეიცავს მედიკამენტებს, რომელიც ამცირებს შეშუპებას ცხვირის შიგნით, ხოლო ცხვირის პლასტირები არ შეიცავს არანაირ წამალს და მოქმედებს ცხვირის გარედან, მხოლოდ მექანიკურად. სწორედ ეს არის პლასტირების მთავარი უპირატესობა.
5. “პლასტირები მხოლოდ ხვრინვის საწინააღმდეგოდ არის”
მართალია ცხვირის პლასტირები ხვრინვის შესამცირებლად გადასარევი საშუალებაა, მაგრამ პლასტირები ასევე ხშირად გამოიყენება სპორტსმენების და ყველა იმ ადამიანის მიერ, ვისაც უნდა უკეთესად სუნქვა დღე თუ ღამე.
ისუნთქე უკეთ სტოკოს ცხვირის პლასტირებთან ერთად!
არ აქვს მნიშვნელობა, გძინავს,ვარჯიშობ, თუ უბრალოდ ისვენებ, სტოკოს ცხვირის პლასტირები შექმნილია იმისათვის, რომ დაგეხმაროთ ცხვირით სუნთქვაში, რაც აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის.